გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:


2018 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს კანონის ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ’’ დებულება, რომლის თანახმადაც, თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას. სხვა შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადების მატერიალური სახით წარდგენით (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.)
კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ხელით შესრულებული ხელმოწერის მსგავსად, ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ავტორის იდენტიფიკაციის მიზნით.


ცესკოში დაცული საჯარო ინფორმაციისა თუ საარჩევნო დოკუმენტაციის მოთხოვნისათვის საჭიროა შეავსოთ მითითებული ყველა ველი. რაც შეეხება პირის მიერ მის შესახებ ცესკოში დაცული პერსონალური მონაცემების ელექტრონულად გამოთხოვას, აღსანიშნავია შემდეგი:

ვინაიდან ელ-განცხადება არ იძლევა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირების საშუალებას, არსებობს რისკი იმისა, რომ პერსონალური მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფისა და სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია, პერსონალური მონაცემების გამოთხოვისას განცხადებაში მიუთითოთ თქვენი ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი, სადაც გამოგეგზავნებათ პასუხი, ან მიუთითოთ, რომ პასუხს გაიტანთ ხელზე - მატერიალური სახით (ცესკო, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე), ან ელ-განაცხადზე შეასრულეთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და შტამპი და პასუხი გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.

არასამუშაო დროს გამოგზავნილი დოკუმენტაცია დარეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნულ ბმულზე მიღებულ განცხადებებს/საჩივრებს, საარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციების სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების კონკურსში მონაწილე პირთა საკონკურსო დოკუმენტაციას, ასევე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას არ გააჩნია იურიდიული ძალა და არ განიხილება კომისიის მიერ.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესასრულებლად, უნდა გამოიყენოთ კომპიუტერზე სპეციალური წამკითხველით მიერთებული პირადობის მოწმობა (ID ბარათი). სახელმძღვანელოდ გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://id.ge/